"ნაბეღლავის” უპირატესობა სწორედ მის ბუნებრივ გამორჩეულობაშია
წყალი აუცილებელია ადამიანის ყოველდღიურობაში როგორც ორგანიზმის სიცოცხლის აუცილებლობისათვის, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისითაც.
და მაინც, რა სარგებლობა მოაქვს წყალს, რამდენი ლიტრი ან ჭიქა უნდა მიიღოს ადამიანმა დღე-ღამის განმავლობაში, და თუ გადაავიწყდა ან უარი თქვა მასზე, ან სულაც არ ინდომებს რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ამ ფაქტმა...
სპეციალისტების განმარტებით, ადამიანის ორგანიზმის 70 პროცენტი წყალს უჭირავს. წყალი იოლად ცივდება და ასევე იოლად ცხელდება, ამ პროცესით წყალი ადამიანის ორგანიზმს აღჭურავს სითბური თვითღირებულების საუკეთესო რეჟიმით. წყალი საუკეთესო გამხსნელია. მისივე მეშვეობით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, სტაბილურდება ცხოველმყოფელობის პროცესები, მიეწოდება უჯრედებს საკუთარი და აუცილებელი საკვები ნივთიერებები, გამოიყოფა მარილები და მავნე ნაერთები და სხვა.
კომპანია „ნაბეღლავის“ ლაბორატორიის გამგე დალი დოლიძე აღნიშნავს, რომ სასიცოცხლო ფუნქციები, რომ არ მოიშალოს, წყალი ადამიანმა დღე-ღამეში არა უმცირეს 1.5ლ და უფრო მეტიც 2-3ლ-მდე უნდა მიიღოს. (თუ რა თქმა უნდა არ აქვს ისეთი დაავადება, რომლის დროსაც სითხის შეზღუდვა აუცილებელია).
„ზედმეტი რაოდენობის წყლის დაკარგვა ორგანიზმში არსასურველ შედეგს იწვევს. მაგალითად, 10 პროცენტი წყლის დაკარგვისას ვითარდება ჰალუცინაციები, 12 პროცენტი წყლის დაკარგვისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია სამედიცინო დახმარების გარეშე, ხოლო 12 პროცენტზე მეტი წყლის დაკარგვისას სისხლი სქელდება, ძნელდება სისხლძარღვებში მისი მიმოქცევა , რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს“ – მიაჩნიათ კომპანიის სპეციალსიტებს.
ცნობისათვის, ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე, მდ. გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 450-475 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ნაბეღლავის წყარო 1905 წელს აღმოაჩინეს, გადმოცემის თანახმად, გურიის ხელუხლებელი ბუნების წიაღში, ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღება მიუქცევია ერთ-ერთი წყაროსათვის, რომელსაც ხარები ეტანებოდნენ; სწორედ ამ წყალს აღმოაჩნდა განსაკუთრებული გემო და გამორჩეული სამკურნალო თვისებები. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იქნა შესწავლილი ცნობილი ქართველი და უცხოელი მკვლევარების მიერ.
თავდაპირველად, წყლის ქიმიური შემადგენლობა 1921 წელს, საქართველოში მოღვაწე ლატვიელმა მკვლევარმა რობერტ კუპცისმა შეისწავალ, 1930-იან წლებში კი წყლის საბადოზე ჰიდროგეოლოგიური კვლევები ჩატარდა გამოჩენილი ქართველი და სხვა საბჭოთა მეცნიერების ხელმძღვანელობით. ამავე პერიოდში მეცნიერულად დადგინდა მინერალური წყლის ქიმიური მახასიათებლები - ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი შემადგენლობა და ნახშირმჟავა გაზის შემცველობა.
წყლის სამკურნალო თვისებების მეცნიერულად დადგენის შემდეგ, ნაბეღლავში პანსიონატი ამოქმედდა და მას კურორტის სტატუსიც მიენიჭა.
სპეციალისტები ასევე გვირჩევენ მინერალური წლის მიღებასაც და მის განსხავვებულობაზეც საუბრობენ. მინერალური წყლის განსხვავებულობას კი მისი შემადგენლობა განაპირობებს.
„მინერალური წყალიც ბუნებრივია, მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირებულებას მათი შემადგენელი მინერალები განსაზღვრავს. მაგალიათად, „ნაბეღლავის“ უპირატესობა სწორედ მის ბუნებრივ გამორჩეულობაშია. ის გამოირჩევა თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით სხვა მინერალური წყლებისაგან. სიღრმისეული წიაღიდან ბურღილებით მიღებული მინერალური წყალი სხვა წინასწარ დამუშავებას და დასუფთავებას არ საჭიროებს. მხოლოდ იფილტრება და ნახშირორჟანგის გაზი ემატება. არის რიგი შემადგენელი იონებისა, სხვა წყლებისგან განსხვავებით, რის გამოც ,,ნაბეღლავის” მინერალურ წყალს სასმელად მსუბუქ მინერალურ წყალს უწოდებს მომხმარებელი. ,,ნაბეღლავი” ასევე სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. არეგულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და სხვა.“
მნიშვნელოვანია, რომ ნაბეღლავი არის ბუნებრივი ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სუფრის წყალი. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე და სახელიც ადგილწარმოშობის შესაბამისად ეწოდა. სასიამოვნო გემოს გარდა ყურადღებას იმსახურებს უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებების გამო; ამასთან, მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ”ნაბეღლავის” სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.
- ქ-ნო დალი, მინერალური წყლები სავაჭრო ქსლეში შუშისა და პეტის ბოთლებში გვხდება. კარგავენ თუ არა ისინი საკუთარ ბუნებრივ ღირებულებებს?
- ,,ნაბეღლავი” ისხმება შუშის და პლასტმასის ბოთლებში დახუფული სახით. შენახვის მიზნით წყალს ემატება ნახშირორჟანგი – CO2 , რომელიც ქიმიაში მშრალი ყინულის სახითაა ცნობილი. ამის გამო ყველა ქიმიური რეაქცია გაჩერებულია და მინერალური წყალი არ კარგავს თავის თვისებებს. დასავლეთ საქართველოს მტკნარი წყლები რბილი წყლებია, არ არის ხისტი. მთის წყლები, მით უმეტეს ,,ნაბეღლავის” შემთხვევაში, მინერალურ შრეებში გავლის შემდეგ იღებენ მინერალიზაციას და სასმელად სასიამოვნო მისაღებია. ესეც შეიძლება იყოს მისი გამორჩეულობის ერთ-ერთი საფუძველი.
კომპანიის წარმომადგენელი აქცენტს აკეთებს ბუნებრივ წყაროს წყალზეც, რომელიც ონკანის წყლისგან განსხვავდება და მის უპირატესობაზეც მიანიშნებს: „მთის ბუნებრივი წყალი არის სუფთა, ნიადაგიდან ამომდინარე ცივი წყალი, რის გამოც მიკრობების გამრავლება ნაკლებად ხდება. ონკანის წყალი კი შეიძლება იყოს მთის მდინარეებისა და ზღვის გაფილტვრის და დამუშავების შემდეგ მიღებული. თუმცა ორივე შემთხვვეაში ეს წყაროს წყალი იქნება თუ ონკანის, მისი მიღება აუცილებელია“.
”ბახმარო -კავკასიური წყარო” მთების წიაღში დაბადებული, ბუნებრივი ჟანგბადით მდიდარი წყალია და არაჩვეულებრივი რბილი გემოთი ხასიათდება. ბახმაროს წყაროს სათავე ქარხნიდან 1,5 კმ მოშორებით მდებარეობს და წყალი მილსადენით მიეწოდება ქარხანას, სადაც ფილტრაციის რამდენიმე ეტაპს გადის და ამავე დროს არ იცვლება მისი პირველადი ქიმიური შემადგენლობა. ბახმარო მიეკუთვნება დაბალმინერალიზებული წყლების ტიპს, მდიდარია ჟანგბადით და pH-ის იდეალური მაჩვენებელი აქვს: 7.5.
კომენტარი