ბუენოს–აირესში ციდან ცეცხლოვანი ბურთის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა (ვიდეო)
კვირას არგენტინის დედაქალაქში აფეთქების ხმა გვიან ღამით გაისმა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ–ერთ პროვიონციაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა: დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 6 ადამიანი. აფეთქებამ ორი საცხოვრებელი სახლიც დაანგრია.
აფეთქებიდან რამდენიმე წუთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე თვითმხილველებმა პროვინციის თავზე მანათობელი ბურთი დაინახეს, რომელიც ციდან მიწისკენ საშინელი სიჩქარით დაეშვა და მიწაზე დაცემისთანავე აფეთქდა.
პროვინციის იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრი აცხადებს, რომ დგინდება აფეთქების მიზეზი და განიხილება ყველა თეორია, დაწყებული ყოფითი სიტუაციით და დასრულებული ციდან ცეცხლოვანი ბურთის ჩამოვარდნით.
ტელევიზიებით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს აფეთქებისა და ნგრევის მასშტაბები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ საქმე ჩვეულებრივ, ყოფით აფეთქებასთან არ გვაქვს.
კომენტარი