სააკაშვილმა რუსეთის დაშლის უმოკლეს გზაზე მიუთითა
”რუსული სისტემის დაშლის უმოკლესი გზა რეფორმების მიუღებლობასა და უარყოფაზე გადის. ესაა გზავნილი, რომელიც მე ვაშინგტონიდან ჩამოვიტანე”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენში უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციაზე გამოსვლისას. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ტექსტი განთავსებულია მის ოფიციალურ საიტზე.
კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთში თავისუფლებისათვის მოძრაობის გამოა აღშფოთებული და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აჯანყებულმა ხალხებმა საერთაშორისო მხარდაჭერა არ მიიღონ.
”ჩვენთანაც იყო დემონსტრაციები, 2007 წელს მე გადადგომაც კი მომიწია, - აღნიშნა სააკაშვილმა. - ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ჩვენი საქმე უკვე გავაკეთეთ - თუმცა რეფორმები დაუმთავრებელი პროცესია. ქვეყნის მართვა ნიშნავს მუდმივ სწავლას, უცქირო საგნებს კრიტიკული თვალით, განიცდიდე ადაპტაციას და იცვლებოდე, რაც არ ესმით ავტორიტარულ რეჟიმებს”.
სხვათა შორის, ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა თავის მიკრობლოგ Twitter – ში ვლადიმერ პუტინს კვლავ შეახსენა ”არაბული გაზაფხულის” შესახებ. ”ძვირფასო ვლად! ”არაბულმა გაზაფხულმა უკვე შენს სამფლობელოებამდე მოაღწია, დაწერა სენატორმა, რომელსაც მოსკოვის 4 თებერვლის მიტინგების ამსახველი გაზეთ New York Times - ის ამონარიდებიც დაურთო. რუსეთთან ”არაბული გაზაფხულის” მოახლოების შესახებ მაკეინი პუტინს პირველად სახელმწიფო სათათბიროში დეკემბრის არჩევნების შემდეგ აფრთხილებდა.
კომენტარი