სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტმა მსოფლიო საზოგადოება უსამართლობის წინააღმდეგ გააერთიანა

რატომ ვთვლით არაბული გაზაფხულის რევოლუციებს ასეთ მნიშვნელოვან მოვლენად? უსაფუძვლო არ იქნება აღინიშნოს, რომ 2011 წელი ისტორიულ თარიღად შეგვიძლია მოვიხსენიოთ. იგი თავისი მნიშვნელობით უტოლდება 1789, 1848, 1917 ან 1989-1991 წლებს. ეს თარიღები ერთმანეთს საპროტესტო აქციებითა და დემონსტრაციებით ჰგვანან. 2011 წელი კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენით, საერთაშორისო საზოგადოების ჰომოგენურობით გამოირჩევა.

რა იგულისხმება „საერთაშორისო საზოგადოებისა“ და „ჰომოგენურობის“ ქვეშ?

უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში მრავალი შეხედულება ჩამოყალიბდა იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს „საერთაშორისო საზოგადოება“.

1.ეს არის სხვადასხვა ქვეყნის მმართველობების ურთიერთობა. საერთაშორისო დიპლომატია.

2.საერთაშორისო საზოგადოება არის კულტურული, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ურთიერთობა არასახელმწიფოებრივ დონეზე.

3.ეს არის იდეოლოგიური ღირებულებების, საზოგადოებრივი შეხედულებებისა და საერთაშორისო კონკურენციის დონის შერწყმა სხვადასხვა სახელმწიფოებში.

პირველი ორი შეხედულება ნამდვილად მისაღებია და სწორედ ასე აიხსნება მსოფლიო მედიის მიერ საერთაშორისო საზოგადოება, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მესამე ვარიანტზე უნდა გამახვილდეს.

მესამე ვარიანტი სრულიად მარტივად აიხსნება: დაძაბული საერთაშორისო ურთიერთობები და მუდმივი კონკურენცია, ქვეყნებს აიძულებს სულ უფრო და უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს. მნიშვნელოვანი საერთაშორისო ამბები აისახება სხვადასხვა რეჟიმის ლეგიტიმურობასა და სტაბილურობაზე. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები მუდამ შიდა პოლიტიკურ გადაწყობაზე იყო დაფუძნებული.

ფრედ ჰოლიდეი საკუთარ ნაშრომში, რომელიც 1994 წლით არის დათარიღებული და „საერთაშორისო ურთიერთობების გადახედვა“ ჰქვია, სწორედ მესამე შეხედულებას იყენებს იმისთის, რომ ახსნას ცივი ომის დასრულების მიზეზი. მას უჩნდება კითხვა, „რატომ უნდა დაეცეს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სისტემა ძალიან სწრაფად მაშინ, როცა არ არსებობს არავითარი სერიოზული სამხედრო კონფლიქტი“.

ეს კითხვა იძლევა საშუალებას გავარკვიოთ, თუ როგორ რეაგირებდა საერთაშორისო საზოგადოების ჰომოგენურობაზე მსოფლიო მოსახლეობა 1991 წლის შემდეგ.

ყველასთვის ცნობილია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, სახელმწიფოები დემოკრატიისთვის იბრძვიან, აქტიურია მედია სამყარო და დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერნეტ სივრცესაც. სწორედ ვირტუალური სამყაროს მეშვეობით ხდება სხვადასხვა ერის დამოკიდებულების გაზიარება ერთმანეთისთვის ამა თუ იმ საკითხსა და მოვლენაზე.

სწორედ ამიტომ, საერთაშორისო საზოგადოების ჰომოგენურობა გამოიკვეთა და მსგავს სიტუაციაში დემოკრატია ძალიან დიდ როლს ასრულებს. ეს ყველაფერი არაბულმა გაზაფხულმა დაამტკიცა. მსოფლიო მასშტაბით აგორებულმა საპროტესტო აქციებმა თუ დემონსტრაციებმა კი აჩვენა, რომ მსოფლიო საზოგადოება ერთნაირად ეწინააღმდეგება სხვადასხვა ქვეყნებში გაბატონებულ უსამართლობას...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100