სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა ჩიტაძე პატიმართა წამების საქმეში ბიძინა ივანიშვილის კვალს ხედავს

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებასთან შეხება ჰქონდეს. „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუში ჩიტაძე ამბობს, რომ ამ ვიდეომასალის ავტორის ბრიუსელში გადამალვა, შესაძლოა, ივანიშვილის დაფინანსებით მოხერხდა.

ნიკა ჩიტაძე: ძალიან საეჭვოა როგორ და რა ფულით მოახერხა ბრიუსელში ცხოვრება ბედუკაძემ, რომელიც მსგავსი სისასტიკით ეპყრობოდა პატიმრებს და მათ წამებასა და გაუპატიურებას ფირზე იღებდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ამ საქმეში „ქართული ოცნება“ ფიგურირებდეს. ამ ვარაუდს გუშინ და დღეს გავრცელებული ოფიციალური კადრებიც ამყარებს. სადაც ჩანს, რომ კოალიციის წევრებისა და მათი მომხრეების დიდი სურვილია ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით, თუნდაც კანონიერ ქურდებთან გარიგებით შეცვალონ.

პრესა.ჯი: მოდით დავიწყოთ შსს-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციით. კახი კალაძე და გუბაზ სანიკიძე ქურდებთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. ამასთანავე, გოგა ხაინდრავა პარიზში კანონიერ ქურდებთან დამოუკიდებლად მართავდა შეხვედრებს. ყველა ამ პირს „ქართულ ოცნებასთან“ მივყავართ. რას გეგმავს ივანიშვილი არჩევნების წაგების შემთხვევაში?

- როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა აქცენტი ე.წ ავტორიტეტებზე იმიტომ გააკეთს, რომ მათ სამწუხაროდ საზღვარგარეთ და არა საქარრთველოში გარკვეული ძალაუფლება კვლავ აქვთ. მათ შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ ამომრჩეველზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, რომლებსაც ქუჩურ ცხოვრებაზე ნოსტალგია აქვთ. არჩევნებზე კი იცით, რომ დაბალრეიტინგული „ქართული ოცნებისთვის“ თითოეულ ხმას, მნიშვნელობა აქვს. თავის მხრივ, კანონიერ ქურდებსაც უჩნდებათ სურვილი დაეხმარონ ძალას, რომელსაც დესტაბილიზაციის მოწყობა უნდა. ამ ძალის მიერ შედგენილი გეგმა ნაყოფიერ შედეგს შექმნიდა ქურდების საქართველოში დაბრუნებისთვის. ფაქტია, რომ ოცნება ქურდების გამოყენებას აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული პატიმართა წამების ვიდეომასალა მათ სასარგებლოდ მოქმედებს, ეს არ არის საკმარისი, რადგან, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები მყისიერად გადადგა.

პატიმართა წამება და ხელისუფლების ნაბიჯი ახსენეთ, ფაქტია, რომ ამ კადრების სააშკარაოზე გამოტანამ ერთ-ერთი რაც დააზიანა მმართველი გუნდის რეიტინგი იყო

- ხელისუფლების ნაბიჯი აბსოლუტურად გამართლებული იყო. პირველი ორი დღე ხელისუფლების ზიზღის კოეფიციენტი მაღალი იყო, თუმცა, როდესაც სააკაშვილმა ორი ძალიან მაღალი პირი გაათავისუფლა, საზოგადოება დაშოშმინდა, მაგრამ ახალგაზრდობის ნაწილი მაინც აგრძელებს აქციას და ეს ნორმალურიცაა. მე იმის თქმა მინდა, რომ პატიმართა წამების ფაქტებზე გარკვეულწილად ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა. მათთვის ეს კარგი მაგალითი უნდა გახდეს, თუ რაოდენ საჭიროა სახალხო დამცველის ანგარიშების გაცნობა და შემდგომი რეაგირება. ევროპის უმეტეს ქვეყანაში ბევრ პოლიტიკოსს შეცდომის აღიარება არ შეუძლია. ჩვენმა მმართველმა ძალამ კი ეს შეძლო, ახლა მთავარია დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ.

-ხელისუფლება ირწმუნება, რომ პატიმართა წამების ამსახველ ვიდეომასალას ივანიშვილი არჩევნებისთვის ინახავდა... თავად ივანიშვილი გვარწმუნებს, რომ ხელისუფლების დაკვეთით ხორციელდებოდა პატიმრებზე ძალადობა...

მაშინ, როდესაც ქვეყნის ძირითადი მიზანი, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაა, და ხელისუფლება თავის იმიჯს მაქსიმალურად უფრთხილდება, წამების დავალება ცოტაარიყოს ალოგიკურია. რადგანაც ყველამ ვიცით, რომ ციხე შიგნიდან ადრე თუ გვიან გატყდება. მაშინ წარმოადგინოს ივანიშვილმა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ისევე, როგორც პატიმართა წამების ამსახველი ფირი გაავრცელა. რომელზეც არავინ დაობს რომ სასჯელაღსრულების სამინისტოს თანამშრომლები არიან გამოსახულნი. რაც შეხება „ქართულ ოცნებას“, მისი მიზანი ხელისუფლების დისკრედიტაცია იყო. აქედან გამომდინარე, ჩნდება ვარაუდი, რომელსაც ჯერ ვერ ვამტკიცებ – პირადად ბიძინა ივანიშვილი ფლობდა ინფორმაციას იმ კადრების შესახებ და ხელსაყრელ დროს ეძებდა მის გამოსაქვეყნებლად. საფუძვლიან ეჭვს ბადებს ისიც, თუ რატომაა ბედუკიძე გაქცეული, თუ ის ასეთი სუფთა იყო? საინტერესოა რა სახსრებით ცხოვრობს ის ბრიუსელში? რატომ გამოაშკარავდა ეს კადრები მაინც და მაინც ახლა? გაიხსენეთ კოალიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ისეთ რაღაცას გამოუქვეყნედა, რაც მის მაღალ რეიტინგს დაწევდა.

როგორც ჩანს, ივანიშვილი ამ თემაზე მუშაობდა? საქმეში მისი ძმისშვილიც ფიგურირებს, რომლის დამალვაც ივანიშვილს არ უცდია.

დიახ, დიახ, აქამდეც მივედით. „ქართული ოცნება“, არჩევნებში წაგების შემთხვევაში სხვადასხვა სცენარს ამუშავებდა, როგორც ირკვევა, მათ შორის იყო პოლიციელის მოსყიდვა. კონკრეტული პირების ცემა და შემდგომ ეს „დაზარალებული“ პირები, საზოგადოების მხრიდან აღქმული იქნებოდნენ, როგორც ხელისუფლებისგან რეპრესირებულები. კადრებში ივანიშვილი ისე დარწმუნებით აყალიბებს ბიძინა ივანიშვილს, რომ შეიძლება მათ მსგავსი სახის საქმეებში კარგი გამოცდილება ჰქონდეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100