სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილმა დავითაშვილს ბიუროს სხდომა დაატოვებინა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის წევრს კობა დავითაშვილს ბიუროს სხდომა დაატოვებინა.

დავითაშვილი პარლამენტის ბიუროს წევრი არ არის, მაგრამ დღევანდელ სხდომას მის მიერ მომზადებული კანონპროექტების პლენარული სხდომების დღის წესრიგში ჩასმის გამო დაესწო.

მან ბიუროს მიმდინარეობისას რამდენჯერმე დასვა მის მიერ ინიცირებული პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის საკითხი. უსუფაშვილმა დავითაშვილს თავდაპირველად განუმარტა, რომ ინიციატივის დაჩქარებული რეჟიმით განხილვის არასწორად ითხოვდა, იმის მიუხედავად, რომ ამ მიმართულებით რეგლემენტით დადგენილ წესს კარგად იცნობს.


დავითაშვილის მიერ აღნიშნული თხოვნის კიდევ ერთხელ დაყენების პასუხად, უსუფაშვილმა მას მთელი კატეგორიულობით ბიურის სხდომის დატოვება მოსთხოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100