სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში „სოციალური ურთიერთობები“?

საინტერესო თემაა, თუ რას ნიშნავს სოციალური ურთიერთობები პიროვნებისთვის და რა ეტაპების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ სოციალურმა ურთიერთობამ საბოლოო სახე მიიღოს და წარმატებულიც გამოდგეს?

ადამიანი გარემომცველ პირობებთან ურთიერთობას ამყარებს როგორც პიროვნება, რაც თავის მხრივ შეუძლებელია განხორციელდეს ადამიანთა გაერთიანებისა და ერთობლივი ქმედების გარეშე.

თითოეული პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი თემაა ის, თუ როგორ და რა პარამეტრებით უნდა აირჩიოს ადამიანი, რომელთანაც ის დაამყარებს სოციალურ ურთიერთობას.

საინტერესოა, თუ როგორ ჩნდება ადამიანი ამა თუ იმ პიროვნების ცხოვრებაში? ეს საკითხი დიდი ხნის მანძილზე ფსიქოლოგების ინტერესის საგანი იყო. მრავალი კვლევა და დაკვივრვება იქნა ჩატარებული, თუმცა ამოუხსნელი გრძნობის საიდუმლო ჯერაც ამოუხსნელ რჩება.

სოციალური ურთიერთობის საწყის წერტილად სიმპათია ითვლება . დროთა განმავლობაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, სიმპათია შედარებით რთულ ფორმას იღებს, რომელსაც "მოწონება" ეწოდება.

მოწონება, სულ მცირე სამი მნიშვნელოვანი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული: ფიზიკური მიმზიდველობა, მსგავსება, ორმხრივობა. თუმცა აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ ადამიანებს აქვთ ტენდენცია იმისა, რომ ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოსწონდეთ, რომ ისინი ხშირად ხვდებიან მათი მხედველობის ველში.

სოციალურ ურთერთობების აღმოცენებაში მნიშვნელოვან როლს ფიზიკური მიმზიდველობა თამაშობს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის სოციალური კომპეტენტურობის შესახებ მსჯელობაზე. ადამიანებს სჯერათ, რომ მიმზიდველი ადამიანები უფრო მეტად ექსტრავერტულები და სოციაბილურები არიან, ვიდრე ნაკლებად მიმზიდველნი. ისევე როგორც ფიზიკური მიმზიდველობა, მსგავსებაც სოციალური ურთიერთობების წარმატების საწინდარად ითვლება. მსგავსება ისეთი პარამეტრების მიხედვით როგორიცაა, ღირებულებები, რწმენები, მისწრაფებები, ნორმები, დამოკიდებულებები და ფასეულობები ხელს უწყობს სოციალური ურთიერთობების წარმოშობას, გაღრმავებას და გაღვივებას.

თუ პიროვნებებს შორის მსგავსება არ არსებობს, შესაძლოა პიროვნება ძლიერ ანტიპათიამდეც კი მივიდეს. რაც შეეხება ორმხრივობას, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ხასიათდება იმ ადამიანების მოწონების ტენდენციით, რომელთაც ეს ადამიანი მოსწონთ. ადამიანები "მოწონებით" პასუხობენ იმათ, ვისაც მათი აზრით ისინი "მოსწონთ". ძალები, რომლებსაც ადამიანები მოწონებამდე მიჰყავთ, შემდეგ მათ სიყვარულისაკენ უბიძგებენ.

ადამიანების მიერ სიყვარულის გააზრება სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ვნება, ინტიმურობა და ნდობა. ინდივიდებს სიყვარულის გამოხატვის განსხვავებული სტილით ხასიათდებიან.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს პიროვნება, რომელიც სოციალურ ურთიერთობებში არაა ჩართული. აქედან გამომდინარე, ინდივიდის ცხოვრებაში პიროვნებათშორისი ურთიერთობები მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც წითელ ხაზად გასდევს პიროვნების მოღვაწეობას მისი ცხოვრების დასაწყისიდან დასასრულამდე. პიროვნება, რომელიც მოკლებულია მსგავს ურთიერთობებს სუსტი და უმწეოა.

ალბათ ის ვერასოდეს შეძლებს ადგილის დამკვიდრებას და თვითრეალიზაციას ისეთ საზოგადოებაში, რომელიც მდიდარია სოციალური ურთიერთობებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100