ზემფირას თბილისურ კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდული არ არის
ცნობილი მომღერალი ზემფირა, იგივე ზემფირა რამაზანოვა, 31 მარტს, თბილისში, "ტრიუმფში" კონცერტს გამართავს, – ამის შესახებ "ჯეონიუსი" იუწყება. მომღერალი ზემფირა ხშირად გამხდარა რუსული მედიისა თუ პაპარაცების მუდმივი დაკვირვების ობიექტი.
მას შემდეგ, რაც მომღერალმა მედიის მხრიდან პირველი ცილისმწამებლური დარტყმა იწვნია, ჟურნალისტებთან ურთიერთობა შეზღუდა, რამაც მედიის მხრიდან კიდევ უფრო მძაფრი გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთის არაერთი "ყვითელი“ გამოცემა მომღერლის სექსუალურ ორიენტაციაზე ალაპარაკდა.
ამის საფუძველს ჟურნალისტები ზემფირას სიმღერების ტექსტებში ეძებდნენ, ხოლო უკანასკნელ წლებში ზემფირასა და მსახიობ, რეჟისორსა და სცენარისტ რენატა ლიტვინოვას შორის სასიყვარულო ურთიერთობაზე სპეკულირებენ. თვით მომღერალი კი არასდროს საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე.
"ჯეონიუსის" ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ ამ დროისთვის ზემფირას კონცერტზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, თუმცა, "დრონი.ჯი"–ს დაუკავშირდნენ კონცერტის ორგანიზატორები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ინფორმაცია ყველა ბილეთის გაყიდვის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. "ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი", – განუცხადეს "დრონი.ჯი"–ს ორგანიზატორებმა.
კომენტარი