კოლუმბიაში ავიაკატასტროფას 81 მგზავრიდან 6 ადამიანი გადაურჩა
კოლუმბიის ტერიტორიაზე მომხდარ ავიაკატასტროფის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. უკანასკნელი ინფორმაციით, ტრაგედიას 6 ადამიანი გადაურჩა, მათ შორისაა ფეხბურთელი ალან რუშელიც, რომელიც რიონეგროს ერთ-ერთ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
ავიაკატასტროფა განიცადა კოლუმბიის ტერიტორიაზე ბოლივიის ავიახაზების თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც ბრაზილიის კლუბ შაპე-კოენსეს ფეხბურთელები იმყოფებოდნენ.
რეისი ბრაზილიიდან კოლუმბიისკენ სრულდებოდა და ოფიციალური ინფორმაციით, სულ 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი გადაჰყავდა.
ბრაზილიური კლუბის ფეხბურთელები ბოლივიაში სამხრეთ ამერიკის საკლუბო თასის შეხვედრის გასამართად მიემგზავრებოდნენ.
პირველ დეკემბერს შაპე-კოენსეს კოლუმბიის ატლეტიკო ნასიონალთან ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა. თვითმფრინავი რადარებიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში გაქრა.
კომენტარი