სალომე ზურაბიშვილი: დღეს მე მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს
„დღეს მე მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სალომე ზურაბიშვილი, შვილებთან ერთად, კრწანისის საარჩევნო ოლქის, 03 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. კითხვაზე, ელოდება თუ არა მეორე ტურს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას ამომრჩევლის მოლოდინი აქვს. „დღეს არის პირველი ტური და ამ საღამოსვე გავიგებთ ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა. მე ამომრჩევლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“,-განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა.
კომენტარი