ბიძინამ რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენი ტელევიზიის რომელიმე იმან, ან მიშიკომ, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ - მეუფე იაკობი
"ვინ არის გალერი? მერე რა, რომ ევროპარლამენტარია, საქართველოში რა გაუკეთებია?" - ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ევროპარლამენტარი მაიკ გალერის განცხადებას.
მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებზე ისაუბრა და მორიგი ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ევროპა საქართველოს უსამართლოდ მოექცა და "გალერს და ყველას, ჩვენთვის ბოდიში აქვს მოსახდელი".
ეპისკოპოსს არც ივანიშვილის ღვაწლი დავიწყებია:
"ვინ არის გალერი? მერე რა, რომ ევროპარლამენტარია, საქართველოში რა გაუკეთებია? ბიძინამ რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენი ტელევიზიის რომელიმე იმან, ან მიშიკომ გააკეთოს, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ. ვინ არის გალერი? თქვენ გგონიათ ევროპაში რომ ჩავიდე ენას წავუჩლიქავ მაგას? თავის თავს მიხედოს გალერიმ. ჩვენ გვინდა ევროპისკენ იმიტომ რომ სამართლიანი უნდა იყოს ევროპა, ჩვენ მოგვექცნენ ძალიან უსამართლოდ და ბოდიში აქვთ მოსახდელი გალერს და ყველას", - თქვა მეუფე იაკობმა.
კომენტარი