მეჩეთებზე თავდასხმა მუსლიმების მოკვლის მცდელობა - დაკავებული 16 წლის ქრისტიანი პროტესტანტია
სინგაპურში ტერაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ 16 წლის ბიჭი დააკავა, რომელიც მეჩეთებზე თავდასხმასა და მუსლიმების მოკვლას აპირებდა. გეგმის განხორციელებას მოზარდი 15 მარტს აპირებდა - ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში მომხდარი ანალოგიური ტერაქტის წლისთავზე, რომელსაც 51 ადამიანი ემსხვერპლა.
დაკავებულმა აღიარა, რომ ორ მეჩეთზე აპირებდა თავდასხმას და ამისთვის მაჩეტეს გამოყენებას გეგმავდა. მას ასევე დანაშაულის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება უნდოდა.
დაკავებულის ვინაობა არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ეთნიკურად ინდოელი პროტესტანტი ქრისტიანია, რომელსაც ისლამისადმი ანტიპატია და ძალადობისკენ მიდრეკილება ახასიათებს. დაკავებული ქვეყანაში შიდა უშიშროების აქტის საფუძველზე ყველა ახალგაზრდა პირია. აქტი ადამიანის სასამართლოს გარეშე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარი