ზვიად კუპრავას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ წუთებში საკასაციო სასამართლოში ასაჩივრებს
ზვიად კუპრავას ადვოკატი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი დრონი.ჯის ესაუბრა.
"გზაში ვარ ახლა და მივდივარ საკასაციო სასამართლოში, რომ გავსაჩივრო სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომელიც 9 ოქტომბერს, მხარეების დასწრების გარეშე განიხილეს და პირველი ინსტაციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციის სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი პატიმრობაში დარჩა"- განაცხადა ჩვენთან საუბარში ზვიად კუპრავას ადვოკატმა.
საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს - გამოძიების ინფორმაციით, ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა).
ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, თუმცა, 2019 წლის თებერვალში, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების გამო, გირაო პატიმრობით შეეცვალა.
კომენტარი