სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის განცხადებით, ხუდონჰესის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსები ქვეყნის ინტერესებზე არ ფიქრობენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქეს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ხუდონჰესის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებს მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერა აინტერესებთ და ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებზე არ ფიქრობენ. ივანიშვილმა არ დააკონკრეტა, რომელ პოლიტიკოსებს გულისხმობდა, თუმცა დასძინა, რომ არასწორი მიდგომაა, როდესაც ხუდონჰესის წინააღმდეგ გამოსვლა პატრიოტიზმად აღიქმება.

"ეს დააფუძნეს იმ პოლიტიკოსებმა, ვინც პოზიტივში დარჩნენ ჩვენს თვალში და მე არ მინდა დავასახელო. მათ ხუდონჰესი შეაჩერეს და გმირები გახდნენ. დღესაც წავიკითხე ამ დილით სტატიები, რომ ისევ ბობოქრობენ. საკმარისია იქ განმარტებები და მე მგონი, სვანი ხალხი ძალიან ბრძენი ხალხია. ოღონდაც იმ წუთში გაუგორონ კოჭი და რაღაც დივიდენდები მიიღონ და ქვეყნის სტრატეგიაზე არავინ ფიქრობს. ოღონდ იმ წუთში აამონ და ასიამოვნონ, რაღაც მიიღონ და დაიწერონ. ასე არ შეიძლება" - განაცხადა ბიძნა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100