
ხანძარი რუსთავში - დამწვარია ე.წ. სტამბოლის ბაზრის 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი
ხანძარი იყო წუხელ რუსთავში - ე.წ. სტამბოლის ბაზრის 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობთან ერთად დაიწვა სავაჭრო საქონელი, დახლები და მიკროავტობუსი.
ადგილზე მუშაობდა 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რომელთა შორის იყო თბილისიდან გაგზავნილი ბრიგადებიც. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ბაზრობის ტერიტორიაზე მომუშავე დარაჯი დაკვამლიანების გამო ინტოქსიკაციით გადაიყვანეს სტაციონარში. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კომენტარი