
Toyota-ს მორიგი სირცხვილი
ტოიოტა მოტორსი 2001-2004 წლებში გაყიდულ 160 ათას ავტომობილს უკან იბრუნებს. საუბარია Toyota Tacoma-ს მარკის მანქანებზე.
კომპანიის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც გაირკვა, რომ 160 ათასივე ავტომობილს გამოუსწორებელი ნაკლი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით Toyota Tacoma-ებს სათადარიგო საბურავის შესანახი ადგილი არასაიმედოა. ტოიოტა დაზარალებულ კლიენტებს ავტომობილების დაბრუნებას ან მისი კომპანიის ხარჯებით შეკეთებას სთავაზობს
კომენტარი