
მარადონა თვლის, რომ საბერძნეთი 300 სპარტანელივით იბრძოლებს
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი და საუდის არაბეთის კლუბის, „ალ-ვასლის“ მთავარი მწვრთნელი, დიეგო მარადონა, თვლის, რომ საბერძნეთის ნაკრებს საკმაოდ დიდი შანსი აქვს აჯობოს გერმანიის ნაკრებს „ევრო-2012“-ის მეოთხედფინალში.
„საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი, ფერნანდო სანტუში, შეუდარებლად ითავისებს იმ ფაქტს, რომ მას დღეს მეტად მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ვთვლი, რომ ბერძნებს არ გაუჭირდებათ 11 გერმანელის შეჩერება. ისინი 300 სპარტანელის მსგავსად იბრძოლებენ“, - აღნიშნავს მარადონა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი-გერმანიის შეხვედრა დღეს, 22:45 საათზე გაიმართება.
კომენტარი