
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.
ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით, 22 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.
საქართველოში მეორე დღეა უკვე მესამე მიწისძვრა მოხდა. გუშინ თბილისის დროით 12:08 საათზე 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქი დედოფლისწყაროს ჩრდილო დასავლეთით სოფელი ლენინოვკადან 1 კმ-ში იყო.
რამდენიმე წუთის შემდეგ კი განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც, უკვე 3.8 მაგნიტუდა იყო.
კომენტარი