
საქართველოში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში ღამით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ონიდან 9 კილომეტრში, სოფელ ირში მდებარეობდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
კომენტარი