
ნაკანი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გზად მოზარდებისთვის სექსუალური განათლების ხელმისაწვდომობას მოიაზრებს
ფოტოხელოვანი მარი ნაკანი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გზად მოზარდებისთვის სექსუალური განათლების ხელმისაწვდომობას მოიაზრებს. ის “რუსთავი 2-ის” ეთერში მოზარდებზე და განათლების სისტემის ფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს.
“მშობელთა გადამზადების სიტემა უნდა არსებობდეს, რომ ძალადობა მომავალში აღარ მოხდეს, რადგან ყველაფერი იწყება ბავშვობიდან, ტრავმებზე, არაცნობიერზე და მიზნებზე, ვფიქრობ განათლების სისტემა გადასახედია – დღეს, რა საგნები შედის სკოლაში.
ასევე, სექსუალური განათლება ბავშვებმა უნდა მიიღონ, ეს არ შეიძლება იყოს პირადი გამოცდილება, ეს სერიოზული საკითხებია, რომლებზეც ჩვენი ქვეყანა დგას.” – ამბობს მარი ნაკანი.
კომენტარი