
მექსიკაში შეიარაღებულმა კაცებმა 6 ჭირისუფალი მოკლეს
მექსიკაში, ქალაქ კუერნავაკაში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შეიარაღებულმა კაცებმა 60-ზე მეტი გასროლა განახორციელეს. მათი სამიზნე ჭირისუფლები იყვნენ, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბნენ. დაჭრილია 15 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
პოლიციის ცნობით, თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა შემთხვევა ქალაქის იმ ნაწილში მოხდა, სადაც კრიმინალის დონე მაღალია.
კომენტარი