
სიღნაღში ავტომანქანა 3 წლის ბავშვს დაეჯახა - მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა
ტრაგედია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში - ავარიის შედეგად 3 წლის ბავშვი დაიღუპა. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ელექტროგანათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი მცირეწლოვანს.
მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარი