
პაშა ბანკი მომხმარებლებს 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს
ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პაშა ბანკის კლიენტები მიმდინარე სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.
აღნიშნული შეღავათი გავრცელდება პაშა ბანკის, როგორც მცირე და საშუალო, ისე - მსხვილი ბიზნესის სესხებზე.
27 მარტამდე პაშა ბანკის თანამშრომლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან ყველა კლიენტს, დეტალურად გააცნობენ საშეღავათო პირობებს და სურვილის შემთხვევაში, მომხარებელს შეეძლება ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებით.
კომენტარი