
ქუთაისში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო იხსნება
ქუთაისს კიდევ ერთი სასტუმრო შეემატება. ქალაქის ისტორიულ უბანში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო ოქტომბრის ბოლოს უნდა გაიხსნას. სასტუმრო 27 ნომრიანია. სასტუმროს მფლობელია ქართულ-ებრაული კომპანია.
ქართულ-ებრაული კომპანია ქუთაისში 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამ ინვესტიციით 3 სასტუმროს და კიდევ რამდენიმე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის გახსნაა დაგეგმილი.
კომენტარი