
შემწვარი წიწილა ნიგვზით და ნივრით
მასალა:
წიწილა
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
წყალი - 2 ჩაის ჭიქა
ნიორი - 6 -7 კბილი
მარილი გემოვნებით
გასუფთავებული, გარეცხილი წიწილა შევწვათ ტაბაკად. ნიგოზი ნიორთან და მარილთან ერთად კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ადუღებულ ცივ წყალში. ცხელ-ცხელი შემწვარი წიწილა ნაჭრებად დავჭრათ, დავაწყოთ ლანგარზე და დავასხათ ზევიდან ნიგოზ-ნივრიანი საწებელი.
კომენტარი