
ღანძილი ძმრით
მასალა:
ღანძილი - 0,5 კილოგრამი
ზეთი - 30 გრამი
ქინძი, მარილი, ძმარი - გემოვნებით
ქორფა ღანძილი გავარჩიოთ, გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ადუღებული წყალი და ვხარშოთ. ხუთი-ათი წუთი დუღილის შემდეგ გადავწუროთ საწურზე, გადავავლოთ ცივი წყალი და ერთი საათით ჩავყაროთ ცივ წყალში. გავწუროთ კარგად დაშევამზადოთ ღვინის ძმარში გახსნილი დანაყილი ახალი ქინძით და მარილით. ზევიდან მოვასხათ ზეთი.
კომენტარი