
ხაჭაპური კარტოფილით და ყველით
მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ზედ კარტოფილ-ყველნარევი მასალა და ჩვეულებრივი წესით გამოვაცხოთ კეცში ან ღუმელში. კარტოფილ-ყველიანი მასალა მოვამზადოთ შემდეგნაირად: ოსური ყველი დავფხვნათ, ავურიოთ შიგ კარგად აზელილი მოხარშული კარტოფილი (ერთი ნაწილი ყველი სამ ნაწილ კარტოფილზე), დავამატოთ კარაქი და კარგად ავურიოთ.
კომენტარი