
"ნიუ-იორკ ტაიმსის" ცნობით, სტროს-კანის საქმე, შესაძლოა ჩავარდეს
საქმე გაუპატიურების წინააღმდეგ, რომელიც ამერიკაში აღძრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის დომინიკ სტროს-კანის წინააღმდეგ, შესაძლოა ჩავარდეს - წერს ”ნიუ-იორკ ტაიმსი”. გაზეთი, გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ ნიუ-იორკის სასტუმროს მოახლე, რომელიც ბრალს სდებს სტროს-კანს გაუპატიურებაში, ამხილეს საკუთარი თავის შესახებ არასანდო ინფორმაციის მიწოდებაში. ამან შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი ჩვენებები ამ საქმესთან დაკავშირებით.
კომენტარი