
ბრინჯისგან მომზადებული ღომი
1 ჩაის ჭიქა ბრინჯი გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, დავასხათ 4-5 ჩაის ჭიქა წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ ბრინჯი კარგად არ ჩაიხარშება. შემდეგ ჩავყაროთ შიგ ცოტა სიმინდის ფქვილი, დავზილოთ და ნელ ცეცხლზე ვშუშოთ, სანამ ფქვილის სუნი არ მოშორდება.
კომენტარი