
ქართველ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონია. გუშინ, გვიან ღამე მათ ფინალში რუსებს შეხვედრაში 3:2 მოუგეს.
გადამწყვეტ ბრძოლაში ადამ ოქრუაშვილმა (+100) ალექსანდრ მიხაილინს სძლია. ლაშა შავდათუაშვილი (66) ალიმ გადანოვთან დამარცხდა, ზებედა რეხვიაშვილმა (73) კი მოგებული შეხვედრა წააგო მურატ კოძოკოვთან.
ანგარიში ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) გაათანაბრეს - მათ გაფრთხილებებით აჯობეს სირაზუდინ მაგომედოვსა და კირილ დენისოვს. აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა და ოქრუაშვილმა ამ ტურნიზე ორ-ორჯერ მოუგეს რუსებს - პირადსა და გუნდურში.
კომენტარი