
ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ
„ტვ პირველის“ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. გამოსვენება იოსელიანის ქუჩა 37-დან, 15:00 საათზე იქნება. ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი საკუთარმა დედამ საწოლში ნახა. 5 ივლისს, ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა
კომენტარი