სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკოლა ახალი სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებით შენდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭარნალის საჯარო სკოლის მშენებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 2015 წელს დაიწყო.

დღეს, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა სოფლის მოსახლეობასთან ერთდ ახალი სკოლის მშენებლობა დაათვალიერა.

ზედა ჭარნალის საჯარო სკოლა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შენდება. ამ პერიოდისათვის მიმდინარეობს სკოლის შიდა და გარე ფასადის მოპირკეთება. ბათქაშის სამუშაოები სრულდება ახალი ტექნოლოგიური დანადგარის მეშვეობით.
სპეციალისტების განმარტებით: ახალი ტექნოლოგიის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგავს დროს და შესრულებული სამუშაოს მდგრადობა და ხარისხი მაღალია.

ზედა ჭარნალის საჯარო სკოლაში 100-მდე მოსწავლე ძველ შენობაში, არასტანდარტულ, სწავლისათვის შეუსაბამო გარემოში სწავლობდა. ძველი სკოლის ნაცვლად აშენდა, ახალი ორსართულიანი სკოლის შენობა შიდა სპორტული დარბაზით. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა საკლასო ოთახები და სხვა დანიშნულების ფართები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ მოეწყო პანდუსი.

ვლადიმერ მგალობლიშვილმა მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა ამ დროისათვის მიმდინარე შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები და სპორტული დარბაზი.

სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბზა“. ხელშეკრულების თანახმად მშენებლობა უნდა დასრულდეს 2016 წლის 10 სექტემბერს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100