მოსამართლეებმა პროფესიული დღე აღნიშნეს
საქართველოს ყველა რეგიონის მოსამართლეებმა პროფესიული დღე აღნიშნეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, 15 მაისს მოსამართლეები რუსთაველის თეატრში შეიკრიბნენ, სადაც წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ფოტოპროექტი სახელწოდებით: "ერთი დღე სასამართლოს ცხოვრებიდან".
"ფოტონამუშევრების მთავარი იდეაა, საზოგადოებას მოსამართლე წარვუდგინოთ არა მხოლოდ სასამართლო დარბაზში საქმის განხილვისას, არამედ როგორია ის სასამართლო დარბაზს მიღმა",-განაცხადეს სასამართლოში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსამართლეები დაესწრნენ სპექტაკლს. ღონისძიება მოსამართლეთა ასოციაციის ეგიდით გაიმართა და მას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
კომენტარი