სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი: „რა კავშირი უნდა ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილს ჩემს ფინანსებთან?“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით სათქმელი ახალი არაფერი აქვს. ასე უპასუხა ივანიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ როგორც შეაფასებდა ის პროკურატურის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც ეროსი კიწმარიშვილის საქმეს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა და გამოძიება შეწყვიტა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ მას და ბიძინა ივანიშვილს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე მან უკვე ყველაფერი თქვა რისი თქმაც შეეძლო.

„პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ეს არის თვითმკვლელობა. კიდევ ერთხელ მწუხარებს გამოვთქვამ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს. მეტი არაფერი მექნება სათქმელი, რაც საჭირო იყო, უკვე გაცხადებული მაქვს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და „ტაბულას“ ჟურნალისტს მიმართა, თუ როგორ ახერხებდა ის ყველა კითხვაში ინტრიგის შემოტანას?!

„რაც სათქმელი მქონდა უკვე გითხრათი, ყველაფერი ამოწურულია. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

რეპლიკაზე იმის შესახებ, რომ კიწმარიშვილის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მათი საქმეა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კავშირი ეროსი კიწმარიშვილს მის ფინანსებთან ივანიშვილმა უპასუხა, რომ არა.

„რა კავშირი უნდა ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილს ჩემს ფინანსებთან?“, - მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100