სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უმაღლესი დონის საჩოგბურთო ბაზა თბილისში

უმაღლესი დონის საჩოგბურთო ბაზა თბილისში, - ევროპული სტანდარტების შესაბამისი კორტები „მზიურის“ ტერიტორიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

საჩოგბურთო ბაზა უმაღლესი დონის 9 ღია და 2 დახურულ ჩოგბურთის კორტს მოიცავს. პროექტის ჯამური ღირებულება 6,5 მილიონი ლარია.

მთავრობის მეთაურმა ქართველ ჩოგბურთელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორტების გახსნა მიულოცა.

„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ქართველ ჩოგბურთელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორტები ექნებათ. აქ ბევრი წარმატებული ჩოგბურთელი გაიზრდება. ჩვენ უკვე გვყავს სახელოვანი ჩოგბურთელები; სულ რამდენიმე კვირის წინ, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასეთი ბაზა კი მათთვის წამახალისებელი და დამატებითი სტიმულის მიმცემია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საჩოგბურთო კომპლექსს შესაძლებლობა ექნება, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ, ეროვნულის გარდა, საერთაშორისო დონის A კლასის ტურნირებსაც უმასპინძლოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100