სენაკში მანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა – მანქანაში დამწვარ ადამიანებს შორის 7 წლის ბავშვია
უბედური შემთხვევა სენაკში – სოფელ ბეთლემთან მანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა. 3 პირი, მათ შორის 7 წლის ბავშვი მანქანაში დაიწვა. 2 დაშავებული კი მძიმე მდგომარეობით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სენაკის კლინიკა “სენამედში” გადაიყვანეს. – ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
ისინი სენაკში დასასვენებლად იყვნენ ჩასულები და მარტვილიდან შემოვლითი გზით ბრუნდებოდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, 7 წლის ბავშვის ბაბუა, რომელიც საჭესთან იყო მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
კომენტარი