სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ხაიშში უხუცესთა ყრილობაზე ექსცესებია მოსალოდნელი

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს ხუდონჰესის საკითხზე ხაიშის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა. ეხვედრამ დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 2 საათს გასტანა. ადგილობრივი მოსახლეობისგან პრობლემების მოსმენის შემდეგ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ 6 თებერვალს ხაიშში ხუდონჰესთან დაკავშირებით დაგეგმილი ყრილობა, კარგი იქნება, თუ უფრო გვიან გაიმართება და ამაზე კონსულტაციებს ინვესტორთან და ენერგეტიკის სამინისტროსთანაც გამართავს.

"ჩვენ მოვისმინეთ მათგან შეშფოთებები ყრილობის დანიშვნასთან დაკავშირებით. ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გვაძლევს საფუძველს, განვაცხადოთ, რომ ეს პროცესი არის საკმაოდ მოუმზადებელი, დაუგეგმავი და არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს გარკვეულ ექსცესებს, რადგანაც ძალიან მცირე დროში ხდება ყრილობის ორგანიზება.

ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, დიალოგი დაიწყოს აქ, თბილისში, მხარეების მონაწილეობით და გარკვეული პერიოდით ყრილობის გადადება მოხდეს. ეს იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ხელს შევუწყობთ სვანეთის მოსახლეობისა და მათი წარმომადგენლების, ასევე ექსპერტების შეხვედრას "ტრანსელექტრიკა ჯორჯიას" წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრას დაესწროს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელიც იმისათვის, რომ მხარეებს შორის დიალოგი შედგეს. ჩვენ დღესვე დავიწყებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს შეხვედრა უახლოესი დღეების განმავლობაში მოხდეს. არის ძალიან ბევრი პრობლემატური საკითხი, სამართლებრივი კითხვის ნიშანი, რომელზეც "ტრანსელექტრიკა ჯორჯიას" წარმომადგენლებმა პასუხი უნდა გასცენ. მე ვფიქრობ, ამ მხრივ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა გვქონდეს ამომწურავი ინფორმაცია. კერძოდ, დარღვევებია თუნდაც დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. " _ განაცხადა ნანუაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100