"ფეისბუქზე" პოპულარული ფუნაგორიები
. . . .
ერმა თუ ასე იძინა,
ბოლომდე იხმარს ბიძინა!..
. . . .
ხვალ თქვენთან მოვა ვილაში,
თუ აგულავებთ კბილაშვილს!..
. . . . .
ბიძინას სურვილისამებრ
უკვე მეორე თვე ასა,
ასამდე პატიმარი ჰყავს
წულუკიანსა თეასა!..
. . . . .
ციხიდან ნაკარნახევი
უკვე ორსზე მეტია
რიცხვი პოლპატიმრებისა, –
როგორც ამტკიცებს მედია!
ე. ბესელია წარბსა ყრის:
– ხო ვთქვი, მედია ყბედია!
. . . .
ვანომ თქვა... ჯავახიშვილმა:
რად მყავს ე კაცი ხან მდური?!
რა ვქნა, თუ ეგეთი არის...
ანუ, როგორი?
ხადური!..
. . . . .
კულტურის ნედლი მინისტრი
გურამი ოდიშარია,
მგონი თავადაც ვერ ხვდება,
საიდან მოდის შარია!
მეჩითოვს რომ გაგვიჩითავს, –
გურულ–მეგრელი მშრალია!
მშვიდობით: რა სამარგალო,
ან კიდევ რის მაფშალია?!..
. . . . .
ვინა თქვა, თითქოს "ოცნება"
იქ, შიგნით არ იკოცნება?..
ზოგმა იქაც კი აკოცა,
სადაც დევს ის საოცრება! –
მთავარი არის მისწრება!
მთავარი არის მოსწრება!..
კომენტარი