მსოფლიოში ყველაზე დაკუნთული ქალი 32 წლის ყოფილი მოდელი გახდა (ვიდეო)
32 წლის ჯოდი მარშმა თავის წონით კატეგორიაში საუკეთესოს ტიტული მოიპოვა და Natural Physique Association British championships– ის მიერ მოწყობილ კონკურსში გაიმარჯვა. იგი მსოფლიოში ყველაზე დაკუნთული ქალია.
ცოტა ხნის წინ მარშმა ახლობლები გააოცა პლასტიკური ოპერაციების სიუხვით, მაგრამ ბოლო დროს ახალი გატაცება გაუჩნდა – ტრენაჟორების დარბაზში დაიწყო სიარული და სხეულის დაკუნთვას მიჰყო ხელი. ორი წლის შემდეგ მას უკვე სხეულის ახალი ფორმა ჰქონდა. როგორც მარში ამბობს, ამისთვის ალკოჰოლზე უარის თქმა და მკაცრი დიეტა დასჭირდა, რომელიც ხილისა და პროტეინის კოქტეილისგან შედგებოდა.
ჯოდის თქმით, სულ რაღაც ორი კვირა დასჭირდა, რათა კუნთები „აეთამაშებინა“, საბოლოოდ კი მისი დიეტის შედეგი ასე გამოიყურება: ის უკვე ორი ზომით ნაკლებ ტანსაცმელს იცვამს, ხოლო ცხიმები მის სხეულში 25–დან 10 პროცენტამდე ჩამოვიდა.
ჯოდი მოდელი იყო და საკმაოდ წარმატებულიც – ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა, პრესტიჟული გამოცემების ფოტოსესიებში და დიდი წარმატებითაც სარგებლობდა, როგორც, ჩვენებური გამოთქმა რომ მივუსადაგოთ, "ფერხორციანი ქალი". მისი სახეცვლილება კარგა ჩანს ვიდეოში, რომელზეც ჯოდი მარში მოდელობის პერიოდიდანაა აღბეჭდილი.
კომენტარი