სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ის რჩება თავის თანამდებობაზე" - მაია ცქიტიშვილი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ყაყიჩაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე განმარტება ვიცე-პრემიერმა გააკეთა. მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს საკადრო გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ გამოძიების ობიექტურად წარმართვას ხელი არ შეეშალოს.

ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ შს მინისტრის თანამდებობა არ უნდა დატოვოს. მისი განცხადებით, გახარიას პასუხისმგებლობა ახლა არის ის, რომ ის შსს-ში დარჩეს და მოახერხოს, რომ ძალოვანმა უწყებამ გამართულად იფუნქციონეროს.

ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გასცა აქციის დარბევის დროს ტყვიების სროლის ბრძანება.
"მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არანაირი სახით არ დგას. მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ის რჩება თავის თანამდებობაზე, ახორციელებს ყველა იმ ქმედებას, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ შსს-ს სისტემა მუშაობდეს სრულიად გამართულად. რაც შეეხება, ზოგადად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, როგორც მინისტრის პასუხისმგებლობას, პირადად მისი პოზიციაც იყო, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხიც ასევე განისაზღვრება გამოძიების შედეგების შესაბამისად,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100