სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოჯახის მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით პროექტები განხორციელდება

14 ნოემბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ და ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველომ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოს რეგიონებში ბავშვისა და ოჯახის მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტები წარადგინეს.

პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ პროექტის „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (SWIC)“ ფარგლებში. პროექტები ხორციელდება საქართველოს 6 რეგიონში:

§ ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC) – კახეთის რეგიონი

§ ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველო და ასოციაცია სოციალურ ქოლგა - სამეგრელოს, იმერეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონები;

§ სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი - ქვემო ქართლის რეგიონი;

§ ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი - გურიის რეგიონი;

§ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.

ნინო შატბერაშვილი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია: „პროექტის ფარგლებში გარდა იმისა, რომ დაგეგმილია სოციალურ მუშაკთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებები, ასევე პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასაც. ერთ-ერთი მნიშნელოვანია სოციალურ მუშაკთა ინსტიტუტის გაძლიერება რეგიონებში ბავშვისა და ოჯახის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით“.

მანანა ომარაშვილი, ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველო: „ჩვენს მიერ შერჩეულ ოჯახებში გამოიკვეთა სამი მნიშვნელოვანი პრობლემა: დასაქმება, ბავშვის აღზრდის უნარ-ჩვევების დეფიციტი და ალკოდამოკიდებულება. ჩვენი სპეციალსიტები მუშაოებენ ინდივიდუალურად, მოხდეს ოჯახებში აღზრდის უნარ-ჩვევების გაძიერება,რათა განხორციელებულმა პროექტებმა მყარი შედეგები გამოიღოს“.

მიმდინარე პროექტების სამიზნე ჯგუფებია: სოციალური მუშაკები, მასწავლებლები, ადგილობრივი თემის ლიდერები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მიმღები მშობლები, ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდები, სტუდენტები და საჯარო სკოლის მოსწავლეები, მოწყვლადი ოჯახები და ბავშვები.

პროგრამის ფარგლებში დასახული ღონისძიებები მიმართულია ბავშვზე ძალადობისა და მისი მიტოვების პრევენციაზე, პოზიტიური მშობლობის უნარების და ბავშვის დაცვის სისტემის გაძლიერებაზე. ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები კი ძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სკოლების, საავადმყოფოების და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების და ქსელების ჩამოყალიბების გზით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100