სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რადგან ავტორმა ასე ინება“ - რა წიგნებს კითხულობენ დღეს ახალგაზრდები?

გემოვნებაზე დაობენ და თანაც როგორ! მითუმეტეს თუ საქმე წიგნებს ეხება.

მხოლოდ საკუთარი თვალთახედვიდან, რომ არ მესაუბრა მცირე გამოკითხვის ჩატარება გადავწყვიტე. მისი არსი შემდეგი გახლდათ: 16-დან 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს პასუხი შემდეგ კითხვებზე უნდა გაეცათ:

რას კითხულობენ ისინი თავისუფალ დროს? (რა სახის ლიტერატურას ანიჭებდნენ უპირატესობას-კლასიკურს თუ თანამედროვეს?).

წიგნის სახელი, რომელიც ბოლოს წაიკითხეს.

პირდაპირ გეტყვით, ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ გამოკითხვის პროცესი ტენდენციას ეტაპობრივად გამოკვეთდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჩვენს გაოცებას თაობის სიჭრელე არც ამ შემთხვევაში წყვეტს.

როგორც „ბიბლუსის“, „პარნასისა“ და „სანტა ესპერანსას“ მენეჯერებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, არ არსებობს წიგნი, რომელიც იყიდება ხშირად, არსებობენ წიგნები, რომლებიც იყიდებიან ხშირად.

ახალგაზრდები ირჩევენ, დოსტოევსკის „დანაშაულსა და სასჯელს“, დენიელ კიზის „ყვავილებს ელჯერნონისთვის“, ირჩევენ სიკეთეს და კითხულობენ „საოცრებას“, არ ივიწყებენ ბიჭს, რომელიც ცოცხალი გადარჩა და აგრძელებენ ჰარი პოტერის კითხვას, ეცნობიან მათი თაობის არჩევანს და კითხულობენ წიგნებს ლიბერთინისგან.

ფეხდაფეხ მიჰყვებიან დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ მთავარი გმირის, ჯერ კიდევ „ცომი“ დომენიკოს თავგადასავლებით აღსავსე ტკბილ-მწარე გზას და საკუთარი ბედით მუდმივად უკმაყოფილო გურულებს კეკელიძის წიგნით შორი გზიდან ეცნობიან.

კითხულობენ თანამედროვე ლიტერატურას, მაგრამ თვლიან რომ ლიტერატურის გაცნობა, კლასიკური ნაწარმოებებიდან იწყება.

თუმცა, საინტერესო მაინც ისაა, რის მიხედვით ირჩევენ თანამედროვე ახალგაზრდები წიგნებს. მრავალფეროვნება, თავისი პასუხებით, აქაც შესამჩნევია.

„იკითხეთ რათა გაიღრმავოთ ცოდნა“, - რეზი 18 წლის

„იკითხეთ, რადგან წიგნი გამოცდილებას შეგძენთ“, - ანი 16 წლის

„იკითხეთ, რადგან წიგნის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ წარსულში იმოგზაუროთ. გაეცნოთ ძველ ხალხთა ტრადიციებსა და ცხოვრებას“, - ნანი 22 წლის

„იკითხეთ, რათა არ გახდეთ სხვისი აზრის“მონა“, - საბა 19 წლის

„თუ შენ კითხულობ წიგნებს, დარწმუნებული იყავი იმაში, რომ არასდროს იქნები მარტო მოწყენილ სიტუაციაში“, -თაკო 17 წლის (ორი დღის წინ დაშორდა შეყვარებულს)

შემხვედრი იმიტომ კითხულობს რომ გადაწყვიტოს - ფილმი თუ წიგნი, გამვლელს Fაცებოოკ-ში სტატუსი აქვს შესაცვლელი, ვიღაც გარეკანს აქცევს ყურადღებას, მავანი სისქეს, ზოგს შემოფლეთილმა და გაყვითლებულმა ფურცლებმა მოსტაცა თვალი.

„იყო მკითხველი ეს თავისთავად სასწაულია....“

მკითხველი ხომ სწორედ ისაა, „ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს - სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ”

რატომ?

"რადგან ავტორმა ასე ინება".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100