გიორგი მამარდაშვილი "ოქროს ბურთის" ნომინანტია
გიორგი მამარდაშვილი "ოქროს ბურთის" ნომინანტია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ბრძოლას ახლა უკვე საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის განაგრძობს. შესაძლოა, მამარდაშვილი გახდეს მსოფლიოში მეორე მეკარე, რომელიც ოქროს ბურთის მფლობელი გახდება, რადგან აქამდე ეს ჯილდო მხოლოდ ერთ მეკარეს, 1963 წელს ლევ იაშინს აქვს მოპოვებული. დაჯილდოების ცერემონია 28 ოქტომბერს გაიმართება.
კომენტარი