“ჩემთვის პირველი დედის დღეა ამ ამპლუაში” – სოფო ნიჟარაძე
მომღერალი სოფო ნიჟარაძე დედის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“Happy mother’s day.
ჩემთვის პირველი დედის დღეა ამ ამპლუაში და ვისურვებდი, მეც ისეთივე დედა ვიყო, როგორიც შენ ხარ დე, მიყვარხარ”, – წერს სოციალურ ქსელში სოფო ნიჟარაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ მომღერალი დედა გახდა. სოფომ შვილი ამერიკაში გააჩინა და ამ დრომდე იქ იმყოფება.
სოფომ ბავშვს ალის-მარია დაარქვა. ვინ არის ბავშვის მამა და სოფოს რჩეული, ამაზე საუბრისგან მომღერლის მეგობრები თავს იკავებენ.
კომენტარი