უსახლკაროები, რომლებსაც ბებიამ 111 მილიონი ევრო უანდერძა
39 და 41 წლის ძმები, რომლებიც უსახლკაროები და სიღარიბის ზღვარსმიღმა მყოფი ადამიანები გახლდნენ, ბუდაპეშტის ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდნენ.
მამაკაცები დედამ დაბადებისთანავე მიატოვა. მიუხედავად ამისა, მათ იცოდენენ, რომ დედა საკმაოდ შეძლებული გახლდათ, მაგრამ მას შვილებთან ურთიოერთობა არ სურდა. რამდენიმე დღის წინ კი უსახლკარო მამაკაცებს სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა მიაკითხეს და აცნობეს, რომ ბებიამ მათ 111 მილიონი ევრო უანდერძა.
ამ დროისათვის ძმები ექსპერტიზის პასუხს ელიან, „დნმ“-ს ანალიზმა უნდა დაადასტუროს ფაქტი, რომ ისინი ნამდვილად გარდაცვლილი ქალბატონის შვილიშვილები არიან. ამის შემდეგ კი სასამართლო მათ იფიციალურ მემკვიდრეებად გამოაცხადებს.
კომენტარი