სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინგლისის ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, მაიკლ ოუენმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იძულებულია კლუბი დატოვოს.

„იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ 32 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.

ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ გარკვეული დროით შვებულებას აიღებს და საკუთარ მომავალზე დაფიქრდება. ოუენმა ასევე მადლობა გადაუხადა კოლეგებსა და თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისათვის.

მაიკლ ოუენი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2009 წელს „ნიუკასლიდან“ გადავიდა. აღნიშნულ სამ წელიწადში ფეხბურთელმა 52 თამაში ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და ამავდროულად, მუხლზე სერიოზული ტრავმაც მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100