სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 რამ, რასაც ნამდვილი შეყვარებულები აკეთებენ

თითქოს თქვენს შორის ყველაფერი იდეალურადაა, ერთმანეთი ძლიერ გიყვართ, თუმცა ხშირად დაფიქრებულხართ - არის თუ არა ეს გრძნობა ნადვილი. რა თქმა უნდა, ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია და ეს თავად წყვილებზეა დამოკიდებული, თუმცა გთავაზობთ მარტივ ხერხებს, საიდანაც გაარკვევთ, არის თუ არა სიყვარული ეჭვქვეშ დასაყენებელი.

ყოველთვის ხაზზე ხართ

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებით, ეს ურთიერთობა არ მოგბეზრებიათ და ხშირად გაქვთ მიმოწერა. უგზავნით ერთმანეთს ფოტოებს, ხუმრობთ სხვადასხვა თემებზე, ძილის წინ ერთმანეთს „ღამე მშვიდობისას“ უსურვებთ, არ იშურებთ სასიყვარულო ხასიათის ტექსტებს, თუ რაიმე მნიშვნელოვანი ხდება თქვენს თავს, პირველ რიგში გსურთ მას შეატყობინოთ.

ყოველთვის გსურთ ჩაეხუტოთ

მისი ჩახუტება ყველაზე საყვარელი რიტუალია თქვენთვის. როდესაც ეხუტებით, ყველაფერი გავიწყდებათ და თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობთ. ასე რომ, თუ მისი ჩახუტების სურვილი არ განელებულა ცოტათი მაინც, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ის თქვენი ნადმვილი სიყვარულია. სხვათაშორის, უამრავი მეცნიერი ირწმუნება, რომ ჩახუტებით უფრო მეტი დადებითი ემოცია გროვდება და განწყობაც დადებითად იცვლება, ვიდრე კოცნით.

არ გრცხვენიათ გრძნობების გამოხატვის

ურთიერთობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გრძნობების გამოხატვას. ის ერთგვარი სტიმულია ყველა პრობლემის დასაძლევად. ეს თქვენს სასიყვარულო კავშირს უფრო ამყარებს და ამავე დროს, გარკვეულ ბარიერსაც ანგრევს, რომელიც წყვილებს შორის შეიძლება არსებობდეს.

თქვენთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთის ინტერესები

თუ ტელევიზორში მისთვის მნიშვნელოვანი მატჩის ტრანსლაცია მიმდინარეობს, მასთან ერთად უყურებთ, რაც არ უნდა უინტერესო იყოს თქვენთვის. საქმე არა თამაშს, არამედ მასთან ყოფნას და მისი ემოციების გაზიარებას ეხება. შესაბამისად, ის მოგყვებათ თეატრში, ცდილობს თქვენი ინტერესები მანაც გაიზიაროს, უფრო მეტად დაახლოვდეს თქვენთან - ეს წყვილს შორის იდეალური ურთიერთობის გარანტია.

გიყვართ მისთვის სიურპრიზების მოწყობა

ერთმანეთს ხშირად უწყობთ სიურპრიზებს და ამისთვის განსაკუთრებული მიზეზი ან თარიღი არ გჭირდებათ, უბრალოდ გიყვართ ერთმანეთის გახარება და ამ სიხარულით ტკბობა. შეიძლება საქმე არ ეხებოდეს ძვირადღირებულ საჩუქარს და მხოლოდ იაფფასიანი რომანტიკული ვახშმითაც შემოიფარგლოთ, თუმცა სიყვარულში თანხასა და პომპეზურობას როდის უჭირავს მთავარი ადგილი.

ფაქიზად ეხუმრებით ერთმანეთს

მისი ხუმრობები თქვენ კარგად გესმით. სწორედ ამიტომ, მის გვერდით ვერასდროს მოიწყენთ. კამათის დროს სიტუაციის განმუხტვა მისი ხუმრობაში გადატანით შეგიძლიათ, ეს კი კონფლიქტის დასრულების სურვილს ნიშნავს. ისე ეხუმრებით ერთმანეთს, როგორც ძველი მეგობრები და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ერთმანეთის იუმორი კარგად გესმით.

გეგმავთ საერთო მომავალს

საუბრობთ იმაზე, თუ რომელ ქალაქში იცხოვრებდით რამდენიმე თვე, რომელ ოცნების ქვეყანაში გაემგზავრებოდით შვებულების დროს ერთად, როგორ ფერებში შეღებავდით საძინებელს და როგორ ავეჯს დადგამდით და თუ მოსაზრებები არ დაემთხვა, მაშინ კომპრომისსაც მარტივად გამონახავთ. მთავარი დეტალები კი არა, ის გარემოებაა, რომ საერთო მომავალზე ფიქრობთ.

გიყვართ თავშეყრის ადგილებში ერთად სიარული

არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი სამეგობრო წრის წვეულება იქნება თუ მისი, ერთად ყველგან კომფორტულად გრძნობთ თავს. რაც არ უნდა მოსაწყენი საღამო იყოს, თქვენთვის ისიც კმარა, რომ ერთად ხართ.

ამაყობთ ერთმანეთის მიღწევებით

მძიმე წუთებში გვერდით დგომა არავისგან არის გასაკვირი, მთავარი მისი სიხარულის გულწრფელი გაზიარებაა. გიხარიათ ერთმანეთის წარმატება, ამაყობთ ერთმანეთის მიღწევებით და ხშირ შემთხვევაში მზად ხართ მის დასახმარებლად, გასამხნევებლად - აი, ეს არის ნამდვილი სიყვარული და თუ ზემოთ ჩემოთვლილი დეტალები თქვენი ურთიერთობის ყოველდღიურობას ემთხვევა, მაშინ გილოცავთ, თქვენ ის ადამიანი გყავთ გვერდით, ვინც ყველაზე მეტად გჭირდებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100