სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გვამი კუკიაზე დატოვა, შემდეგ მანქანა იქირავა, საბარგულში ცხედარი ჩადო და ხევში გადააგდო - რა გახდა ყოფილი ცოლის სასტიკი მკვლელობის მოტივი

ახალი დეტალები 27 წლის მარიტას მკვლელობის საქმეში - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა ქალის გვამი ყოფილმა ქმარმა მკვლელობის შემდეგ ჯერ კუკიას ტერიტორიაზე დატოვა, შემდეგ კი ერთი დღის განმავლობაში ავტომობილში გადამალა და მომხდარიდან მესამე დღეს - გლდანის ხევში დატოვა.

საზარელი დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა ლაჩაშვილი კი დანაშაულს არ აღიარებს. 31 წლის კაცი ბრალის წარდგენას ელოდება, თუმცა რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ ყოფილი ცოლი ისევ გაურკვეველია.

მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობა სახელდება. ბრალდებულის ოჯახი კი "პირველებთან" ამტკიცებს, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს 4 თვის წინ შეურიგდა და ამ დროის განმავლობაში ერთად იყვნენ.

"კონფლიქტი არ ჰქონიათ, ხან მარიტასთან იყვნენ, ხან აქ"- აცხადებს ბრალდებულის ოჯახის წევრი.

ირკვევა ისიც, რომ ლაჩაშვილი პოლიციელებმა ჯერ დაკითხვაზე დაიბარეს, შემდეგ კი ხელბორკილები დაადეს.

მარიტა მაზიაშვილის ახლობლები შერიგების ფაქტს უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ ყოფილი ცოლ ქმარი ბავშვის გამო ერთმანეთთან მეგობრობდა.

ნიკოლოზ ლაჩაშვილის მიმართ, რომელსაც ყოფილი ცოლის, მარიტა მაზიაშვილის მკვლელობა ბრალდება, ადვოკატი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, 31 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი, ნაქირავები მანქანით, გლდანის ხევში გადააგდო.

ნიკოლოზ ლაჩაშვილი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100