სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში ავარიას 16 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
ავტომობილში ოთხი პირი იმყოფებოდა. 16 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100