რუსეთის კამჩატკის მხარეში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა
რუსეთის კამჩატკის მხარეში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, ბორტზე 19 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა ყველა ცხედარი იპოვეს.
რეგიონში 3 სექტემბერს გლოვის დღეა გამოცხადებული.
„მი-8“ ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ავიაკომპანია „ვიტიაზ-აეროს“ ეკუთვნოდა, 31 აგვისტოს რადარებიდან გაუჩინარდა. ვერტმფრენის ნამტვრევები პირველ სექტემბერს მთიან რაიონში აღმოაჩინეს. ავიაკატასტროფის ადგილი სახმელეთო ტექნიკით მიუწვდომელი იყო, რის გამოც ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობდა.
კომენტარი